
თბილისის 128-ე საბავშვო ბაღში აღმზრდელმა სავარაუდოდ 3 წლამდე ბავშვზე იძალადა.
როგორც ბავშვის დედა „კურიერთან“ საუბრისას ამბობს, ბაღის ტერიტორიაზევე დაინტერესდა თუ რა მოხდა.
„ორი ფაქტია – შენჯღრევის და ხელის გარტყმის. პოლიციას აქვს ამოღებული კადრები. საქმეა აღძრული. ვითხოვ ბავშვის თავზე გადაღებას. ბაღის ტერიტორიაზევე ვიკითხე. როგორც გამომიყვანეს მაშინვე დავინტერესდი, რა მოხდა,“ – ამბობს ბავშვის დედა.
ნახეთ ვიდეო
შეგახსენებთ, რომ 128-ე საჯარო ბაღში სამართალდამცველები შევიდნენ. აღმზრდელი თანამდებობიდან გათავისუფლებულია.
თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში, აღმზრდელმა სავარაუდოდ, 3 წლამდე ბავშვზე იძალადა






















