18:27 | 2021-12-29 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ორი გარდაცვლილი და 6 დაშავებული – ანანურთან მიკროავტობუსი ხევში გადავარდა

ორი გარდაცვლილი და 6 დაშავებული – ანანურთან მიკროავტობუსი ხევში გადავარდა

ანანურის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

 

ხევში მიკროავტობუსი გადავარდა. ორი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა 6 კი დაშავებულია. ავარიის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად მაღალი სიჩქარით მოძრაობა სახელდება.

 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები.

 

ამ წუთებში ხევში გადავარდნილი მიკროავტობუსში მყოფი ადამიანების ამოყვანის პროცესი მიმდინარეობს.

 

შსს ცნობით, მომხდარზე გამოძიება ​276 მუხლის 8 ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლის გათვალისწინებული ქმედება, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X