20:03 | 2021-10-07 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ორი ლიზა, ორივე ქერა და არცერთი ქართველი – რით ჰგავს ერთმანეთს სააკაშვილის ორი საყვარელი ქალი

ორი ლიზა, ორივე ქერა და არცერთი ქართველი – რით ჰგავს ერთმანეთს სააკაშვილის ორი საყვარელი ქალი

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს ახალი ოჯახი აქვს, საზოგადოების ინტერესი სულ უფრო მატულობს ლიზა იასკოს მიმართ.

 

მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ მის ფეისბუქგვერდზე ატვირთული ვიდეო, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი და ლიზა იასკო ერთად არიან, ბევრისთვის მოულოდნელობა იყო.

ამ სიფრიფანა გოგომ ჰალკი ხელით აიტაცა (ვიდეო)
2021-10-07ამ სიფრიფანა გოგომ ჰალკი ხელით აიტაცა (ვიდეო)

 

შეყვარებული წყვილის „აღიარება“ მოულოდნელი იყო სააკაშვილის ყოფილი მეუღლისთვის, სანდრა რულოვსისთვისაც, მით უფრო იმიტომ რომ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მიხეილ სააკაშვილი და სანდრა რულოვსი, შვილთან,  ნიკუშასთან ერთად საბერძნეთში ისვენებდნენ.

 

სააკაშვილისა და ლიზას სიყვარულის ამბით დაინტერესდა უკრაინული მედიაც. ლიზა იასკომ სანდრას რულოვსზე დასმულ კითხვებს უპასუხა.

 

რა თქმა უნდა, ბევრი დაინტერესდა ამ ორი ქალბატონით, ვინც სააკაშვილმა ცოლად მოიყვანა.

 

ბევრმა აღნიშნა, რომ გარეგნულად ისინი ჰგვანან ერთმანეთს – ორივე ქერაა, ორივეს ლიზა ჰქვია.

 

სანდრა ელისაბედ რულოვსი 1968 წლის 23 დეკემბერს დაიბადა.

 

ლიზა იასკო 1990 წლის 17 ოქტომბერს.

 

ორივე მათგანმა განათლება უცხოეთში მიიღო.

 

სანდრა რულოვსი სწავლობდა ბრიუსელის უცხო ენათა ინსტიტუტში და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში.

 

ლიზა იასკო სწავლობდა ინგლისში, ოქსფორდის უნივერსიტეტში.

 

ლიზა – „ხალხის მსახურის“ წევრია. ის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი იყო, თუმცა მიმდინარე წელს, ამ თანამდებობიდან ჩამოაშორეს.

 

აღსანიშნავია, რომ ორივე ქველმოქმედებითაა დაკავებული.

 

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სანდრა რულოვსმა დააფუძნა საქველმოქმედო ორგანიზაცია „სოკო“.

 

ლიზა იასკოს დაფუძნებული ორგანიზაცია კი ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლის მსურველთთვის აგროვებს თანხას.

 

რულოვსი კლასიკური მუსიკის მოყვარულია.

 

ლიზა მღერის.

 

წაიკითხეთ და ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X