18:43 | 2021-03-07 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„ორი შვილის დედა ვარ და ახლა მესამეზე ვარ ორსულად“ – გაიცანით „გლოვოს“ კურიერი სალომე

„ორი შვილის დედა ვარ და ახლა მესამეზე ვარ ორსულად“ – გაიცანით „გლოვოს“ კურიერი სალომე

„გვინდა გაგაცნოთ ქალები Glovo-დან“, – წერს კომპანია და გვაცნობს 30 წლის სალომე გათენაშვილს, რომელსაც 2 შვილი ჰყავს და რაც ყველაზე სასიამოვნოა, რამდენიმე თვეში მესამე პატარას დედა გახდება.

 

„ორი შვილის დედა ვარ და ახლა მესამე ბავშვზე ვარ ორსულად – აგვისტოში ველოდები. ჩემთვის გლოვერობა ძალიან მოხერხებული სამსახურია, რადგან არჩევანის საშუალებას მაძლევს – ძირითადად საღამოს საათებში ვმუშაობ, რათა საცობებს და გადატვირთულ მოძრაობას ავერიდო. რადგან ბავშვები მყავს, ამიტომ, ძალიან ადვილად ვათავსებ ოჯახს და სამსახურს.

 

პანდემიის დროს ორსულობა ერთი შეხედვით საშიშია ბევრი ადამიანისთვის, თუმცა მე საერთოდ არ ვნერვიულობ, რადგან დაცულად ვგრძნობ თავს – ყოველთვის მიკეთია პირბადე და ხელთათმანები, ხოლო ობიექტებზე ყოველთვისაა დაცული დისტანცია. რაც შეეხება მომხმარებლებს, კოვიდინფიცირებულები მუდამ აგზავნიან შეტყობინებას და ამანათის კართან დატოვებას გვთხოვენ.

 

„არ დაკლიკოთ ამგვარ ლინკებს!“ - ახალი კიბერთაღლითობა საქართველოში 
2021-03-07„არ დაკლიკოთ ამგვარ ლინკებს!“ - ახალი კიბერთაღლითობა საქართველოში 

 

გლოვერობა საკმაოდ სახალისო საქმეა, თანაც როდესაც ქალი ხარ. ყოველთვის ვგრძნობ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მომხმარებლებისგან, როდესაც ისინი ხედავენ რომ ქალი ვარ, ხშირად ანგარიშს მიწევენ და თავად ჩამოდიან შეკვეთის ასაღებად. მე მგონია, რომ ქალებისთვის უფრო ადვილია იყო გლოვერი – მეტად ფრთხილად გვეპყრობიან რესტორანშიც და შეკვეთის მიტანის დროსაც. საქართველოში ქალებს განსაკუთრებულ პატივს სცემენ და ეს ამ საქმეშიც ყოველთვის იგრძნობა.

 

ჩემთვის ძალიან დიდი შემართებაა ის მომენტი, რომ ქალი ვარ. მთელი გულით მჯერა, რომ ქალებს ყველაფერი შეგვიძლია. ეს ჩემი მეორე, დამატებითი სამსახურია, სრულ განაკვეთზეც ვმუშაობ სხვა კომპანიაში და გლოვერობას მხოლოდ თავისუფალ დროს ვუთმობ. მე ვფიქრობ, რომ ყველა ქალს სჭირდება დამატებითი შემოსავალი ოჯახის ბიუჯეტის გარდა, რადგან თავის ქალური სურვილები დაიკმაყოფილოს – თავის მოვლა, შოპინგი და ასე შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია.

 

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ოჯახი გყავს, ორი შვილის დედა ხარ და მესამეს ელოდები, არ გყოფნის ერთი სამსახური, რომ ელემენტარული „ქალური ბედნიერების“ მომენტებით გაინებივრო საკუთარი თავი. ვიღაცისთვის შილაკი და წამწამების დაგრძელება სასაცილოა, მაგრამ მე მაბედნიერებს. მაგალითად, დღესაც ვიყავი საყიდლებზე და უბედნიერესი ვარ, რომ ჩემს პირად სურვილებს ვისრულებ.

 

თელავში 27 წლის კაცმა მშობლები და ბებია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა
2021-03-07თელავში 27 წლის კაცმა მშობლები და ბებია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

 

მინდა სხვა გოგონებსა და ქალებს მივმართო, რომ ცხოვრებაში დაბრკოლებები და პრობლემები არ არსებობს. მე ყოველთვის მაქვს მიზანი, რომლისკენაც მივისწრაფი. შრომა სათაკილო არ არის, პირიქით, როდესაც ფინანსურად დამოუკიდებელი ხარ, ბევრად უფრო ძლიერი და მიზანდასახული ხარ. იცით რა მაგარია, იმის გაანალიზება, რომ მთავარია სურვილი და ყველაფრის მიღწევა შეგიძლია?

 

იგივე გლოვერობა ბევრისთვის მოსაწყენი საქმეა, თუმცა მე ყოველთვის ვცდილობ სახალისო ელემენტის დანახვას. მაგალითად, წარმოიდგინეთ ტრადიციულ ქართულ სუფრაზე, როდესაც ხინკალი ქალ კურიერს მიაქვს. ეს მხიარული სიტუაციები, მომხმარებლების მხრიდან პოზიტიური დამოკიდებულება და პატივისცემა, სიცოცხლის ხალისს მმატებს.

 

ყველა ქალს აქვს შინაგანი დეპრესიული მომენტები, მაგრამ აუცილებლად უნდა შეძლოთ იმის პოვნა, რაც გაბედნიერებთ, ძალას გაძლევთ და საბრძოლო განწყობით გავსებთ. სამწუხაროდ, მე 17 წლის გავთხოვდი და ვერ შევძელი ჩემი პროფესიული განვითარება, ვერ შევძელი მსახიობობა. მაგრამ ახლა ჩემი ოჯახი, ჩემი ბედნიერებაა – ჩემი შვილები და მზრუნველი მეუღლე ისაა, რისთვისაც ვცხოვრობ, ვშრომობ და რაც მაბედნიერებს. მჯერა, რომ ასეთი ცხოვრების მიზნის პოვნა ყველა ქალს შეუძლია, მთავარია სურვილი და იმის გაანალიზება, რომ ჩვენთვის, ქალებისთვის, არაფერია შეუძლებელი“, – ამბობს სალომე გათენაშვილი.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X