12:47 | 2021-01-05 ავტორი: თეონა ყაჭიური

ორი სცენარი, რომელიც კორონავირუსის ახალ შტამს შეიძლება მოჰყვეს

ორი სცენარი, რომელიც კორონავირუსის ახალ შტამს შეიძლება მოჰყვეს

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ საუბრობს, რომელიც საქართველოში უკვე დაფიქსირდა. პროფესორი ვირუსის მიმდინარეობის გათვალისიწინებით ორ სცენარს განიხილავს.

 

იგი ასევე პასუხობს კითხვას, შეიძლება თუ არა ბრიტანული შტამი გახდეს უფრო მეტად დატვირთვის მქონე ჯანდაცვის სისტემისთვის.

 

„ერთია, რომ ეს ვირუსი უფრო მეტად გადამდებია, მეორეა, რამდენად რთულად მიმდინარეობს.

 

თუ იგი მსუბუქად მიმდინარეობს, როგორც გაციება, ეს პირიქით, ითვლება, რომ არის ძალიან კარგი. ბევრი ადამიანი გახდება ავად, თუმცა მსუბუქი ფორმით, ეს კი მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნური სისტემის შექმნისთვის. ასეთ ადამიანებს უკვე ექნებათ გამომუშავებული ანტისხეულები. ეს არის ერთ-ერთი კარგი სცენარი ამ ახალ შტამთან დაკავშირებით.

 

რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსის ახალ შტამზე, რომელიც დღეს საქართველოში დაფიქსირდა
2021-01-04რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსის ახალ შტამზე, რომელიც დღეს საქართველოში დაფიქსირდა

 

თუმცა, თუ ახალი შტამი ისევე მიმდინარეობს, როგორც ჩვეულებრივი კლასიკური კორონავირუსი, ეს გამოიწვევს უფრო მეტი საწოლების აუცილებლობას, უფრო მეტ მძიმე შემთხვევებს და მეტი ლეტალობის რისკს. ამიტომ ეს მეორე სცენარი გაცილებით უფრო რთულია. დღეისათვის არსებული ინფორმაცია, არც ერთი სცენარის უპირატესობაზე არ მიუთითებს.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X