14:31 | 2020-06-24 ავტორი: თამარ გონგაძე

“ორი წლის წინ საშინელ ავარიაში მოჰყვა და ახლა რომ ასეთს ვხედავ, მიხარია” – მარიამ გულედანი თინეიჯერულ გადაცემას წაიყვანს

“ორი წლის წინ საშინელ ავარიაში მოჰყვა და ახლა რომ ასეთს ვხედავ, მიხარია” – მარიამ გულედანი თინეიჯერულ გადაცემას წაიყვანს

ტელეკომპანია “ფორმულა” 28 ივნისიდან თინეიჯერულ გადაცემა “ჩათს” იწყებს, რომელსაც ოთხი თინეიჯერი წაიყვანს. გადაცემა კვირაობით, 15 საათზე, ერთი საათით დაიკავებს ეთერს. როგორც პროდიუსერი ამბობს, “ჩათს” ანალოგიური ტიპის გადაცემა არ აქვს. ფორმატი ქართულია, წამყვანებიც აქტიურად იყვნენ რუბრიკების შექმნა-მომზადებაში ჩართული. გადაცემა ივლისის ბოლომდე გავა ეთერში და სეზონური წყვეტის შემდეგ სექტემბრიდან განახლდება.

 

თინეიჯერი წამყვანების სტუმრები იქნებიან მათი თანატოლებიც და ცნობილი უფროსებიც. ოთხეული, სტუმრებთან ერთად, მათთვის საინტერესო ნებისმიერ თემაზე ისაუბრებს.

 

“იქნება გასართობი თემებიც, მაგრამ აუცილებლად პრობლემატურიც, რომელიც თინეიჯერებს აწუხებს. ყველა პრობლემატური თემა აქტუალურად იქნება გაშუქებული. გვინდა ამ ასაკის მოზარდების პრობლემებზე ხმამაღლა დავიწყოთ საუბარი.

 

 

სტუმრად მოვლენ თინეიჯერებისთვის საინტერესო ადამიანები, რომლებიც თავიანთი თინეიჯერობის ამბებს მოყვებიან და მოხდება შედარება. საუბარი იქნება უფროს თაობასა და თინეიჯერებს შორის არსებულ ბზარსა თუ განსხვავებებზე. გაიშლება პრობლემატიკა როგორც თავიანთ თანატოლებთან, ასევე უფროსებთან” – “პრაიმტაიმთან” ამბობს გადაცემის პროდიუსერი, ელენე იაშვილი.

 

წამყვანები ერთმანეთისგან მათი განსხვავებულობით შეირჩა. როგორც აღმოჩნდა, პროდიუსერები დიდხანს ეძებდნენ სხვადასხვა ინტერესის მქონე ოთხეულს. ბოლოს კი არჩევანი მარიამ გულედანზე, რუსკა ქარქაშაძეზე, გიორგი რიგიშვილსა და ლუკა წიქარიშვილზე გაკეთდა. მარიამი ნინი ბუკიასა და აჩიკო გულედანის უფროსი ქალიშვილია. რუსკა, ალბათ, გახსოვთ სერიალიდან “ხელოვნური სუნთქვა”. გიორგი პროექტ “ათასწლეულის” მონაწილეა, თანატოლებთან ერთად ნასაში იყო. ლუკას კი სატელევიზიო გამოცდილება აქვს. ტიკტოკერია და თავისი გვერდი აქვს “ტიკ-ტოკზე”.

 

 

მარიამ გულედანი ამ ოთხეულში ყველაზე უმცროსია – 15 წლის არის. პირველ სამსახურს სიამოვნებით დათანხმდა. “პრაიმტაიმთან” შვილზე ნინი ბუკია საუბრობს. ყოფილ რადიოწამყვანს შვილის ტელევიზიაში მოხვედრა ძალიან აბედნიერებს.

 

ნინი ბუკია: – როგორ გითხრათ, ამაყი დედა ვარ. ორი წლის წინ საშინელ ავარიაში მოჰყვა მარიამი და ახლა რომ ასეთს ვხედავ, გიჟს ვგავარ ისე მიხარია. დიდი ბედნიერებაა, როცა ხედავ, რომ შენი შვილი დამოუკიდებლობის გზას ადგება. ტელევიზია კი ვიცით ყველამ, რაც არის – სრული სიგიჟე და მიხარია, რომ ჩემი და აჩიკოს შვილი იქ იქნება, სადაც ჩვენც ასე გვიყვარდა ყოფნა.

 

ჯერ მე დამირეკეს და მე მარიამს მაშინვე მივწერე: სამსახურს იწყებ-მეთქი და სიამოვნებითო, მაშინვე თანხმობა განაცხადა. რამდენჯერმე ერთად ვიყავით ეთერში, მარტოც იყო და დაამახსოვრდათ.

 

2020-06-17"ვატომ რაღაც მობოდა... იხუმრა, მაგრამ ცუდად..." - მარინა ბერიძე ვახტანგ კახიძის გახმაურებულ სიმღერაზე

 

ძალიან ძლიერია გოგოა. ავარიის შემდეგ საკმაოდ რთული რეაბილიტაცია უნდა გაევლო. სულ თვითონ  იყოჩაღა – ყავარჯნებზე დარბოდა, თავად უვლიდა თავს და სულ გვეჩხუბებოდა, ავადმყოფად ნუ აღმიქვამთო. ძლიერია. ასაკთან შედარებით საკმაოდ ჭკვიანიც. კითხვა უყვარს. ძალიან კარგად წერს. ნუ, ხანდახან მეც და მამამისსაც ცოტა გვაბრაზებს ხოლმე, მაგრამ სულ აყოლებს: “რა გჭირთ, რაა, ჩვეულებრივი თინეიჯერივარო.”

 

კაი ტიპია – მე მგავს ხასიათით და სულ მეშინია ხოლმე, ჩემსავით ფიცხი არ იყოს.

 

უყვარს ფეხბურთი. სკოლის ნაკრების კაპიტანი იყო. ფეხბურთის მერე მისი დიდი სიყვარული დასარტყამ ინსტრუმენტზე დაკვრაა.

 

ზოგადად ძალიან თავისუფალია და კარგად აზროვნებს.

ავტორი: თამარ გონგაძე

X