
კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ანალიზების გადამოწმების შედეგად, ისევ უარყოფითი პასუხია. მან კლინიკა შესაძლოა დღეს დატოვოს. ამის შემდეგ ერთი კვირით თვითიზოლაციაში იქნება. ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ გაავრცელა.
გამოჯანმრთელების პირას მყოფ მეორე პაციენტს, მეორე ანალიზი დღეს ჩაუტარდება, რის შემდეგაც გაირკვევა სრულად გამოჯანმრთელდა თუ არა ის.
ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 45 პაციენტი იმყოფება. 28 პირს კი კორონავირუსი აქვს დადასტურებული. მათგან 8 პაციენტს პნევმონია აღენიშნება, მძიმეა 4-ის მდგომარეობა.






















