12:10 | 2020-09-18 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„ორივე ფილტვზე ანთება გვაქვს“ – ლევან გოგიჩაიშვილის და ვიკა ბუკიას მდგომარეობა დამძიმდა

„ორივე ფილტვზე ანთება გვაქვს“ – ლევან გოგიჩაიშვილის და ვიკა ბუკიას მდგომარეობა დამძიმდა

ჟურნალისტი ვიკა ბუკია მისი და მეუღლის, პოლიტიკოს ლევან გოგიჩაიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს:

 

„ორივე ფილტვზე ანთება გვაქვს. და ხანდახან 39 მაქვს სიცხე. მაფრთხილებდნენ, რომ ეს მოსალოდნელი იყო, მიუხედავად ამისა, ძალიან გამიჭირდა ამ რეალობის მიღება.

 

პანიკას მაინც არ ავყვები. თავიდან, პროტესტი მქონდა და უმწეობის განცდა. გამოვრთე ტელეფონი და გავითიშე. ყველაფერმა გამაღიზიანა უცებ. მაგრამ მერე ფიქრს იწყებ სხვებზე. რა დააშავეს ჩემი ოჯახის წევრებმა და იმათმა, ვისაც ცოტა მაინც ვეხმარები. ვიწყებ სიცხესთან ბრძოლას და აქ კაკუნს ერთდროულად. სიგიჟეა.

 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა 3 ათასს გადააჭარბა
2020-09-18საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა 3 ათასს გადააჭარბა

 

ვერაფრით ვერ ვმალავ შიშს. 39 რომ ვუყურებ თერმომეტრზე. და თან რატომღაც დარწმუნებული ვიყავი ამსიგრძე გოგოს ვერაფრით ვერ დამაგდებდა ეს ვირუსი. შეიძლება მშობიარობის მერე ვერ მოვასწარი იმუნიტეტის აღდგენა და მიზეზიც ესაა. იმედი მაქვს ეს ჩემი პიკია და წავალ უკეთესობისკენ.

 

ლევანსაც ანთება აქვს, მაგრამ სიცხე უფრო დაბალი. ფრთხილად ვახველებ, თითქოს მეშინია, ვინმე არ გავაღვიძო. ეს ჩემი პირველი ფილტვების ანთებაა. მახსოვს, ბებიაჩემს ჰქონდა ანთება. პატარა ვიყავი მაშინ. 80-ს გადაცილებული იყო და ყურს რომ ვადებდი მის მკერდს, მესმოდა ბამბის ნაყინის ხრაშუნის ხმა.

 

182  ინფიცირებული და 13 გამოჯანმრთელებული - ბოლო მონაცემები კორონავირუსზე
2020-09-18182 ინფიცირებული და 13 გამოჯანმრთელებული - ბოლო მონაცემები კორონავირუსზე

 

ბებიამ მაგის მერე კიდევ დიდხანს იცოცხლა. მამასაც ჰქონდა. მამას დიაბეტი აქვს და ღვიძლზე მკურნალობს სერიოზულად. ჰოდა, ჰქონდა და გადაიტანა. ირინასაც ჰქონდა ონაშვილს, სკოლაში რომ ვსწავლობდით. როცა ადგა იმსიგრძე იყო, ყველას მოგვინდა ანთება. ჩავთვალე ანთების ბრალი იყო 2-მეტრიანი რომ გაიზარდა და არა უშველებელი მამამისის გამო. ამიტომ ვისაც ახლა მოხუცები, ქრონიკულები, ბავშვები გყავთ ინფიცირებული, ძალიან ნუ დაზაფრებით და ნუ ეძახით კორონას „სასიკვდილო ვირუსს“.

 

რა კარგად თქვა აქ ჩემმა ერთმა ფრენდმა: ეს არის არაჩვეულებრივი ვირუსი, რომელიც უნდა მივიღოთ ჩვენი ცხოვრების ჩვეულებად“, – წერს ჟურნალისტი.

 

შეგახსენებთ, ჟურნალისტ ვიკა ბუკიასა და მისი მეუღლეს, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსის დიაგნოზი 16 სექტემბერს დაუსვეს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X