21:28 | 2020-09-23 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ორივე განყოფილება მთლიანად ათვისებულია! – არის თუ არა კოვიდპაციენტებისთვის ადგილები ინფექციურ საავადმყოფოში

ორივე განყოფილება მთლიანად ათვისებულია! – არის თუ არა კოვიდპაციენტებისთვის ადგილები ინფექციურ საავადმყოფოში

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ამჟამად საავადმყოფოში არსებული ორი განყოფილება, რომელიც კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობს, სრულად არის ათვისებული.

 

გარდაიცვალა 25-ე კოვიდპაციენტი! - ეს დღეს გარდაცვალების უკვე მეორე შემთხვევაა
2020-09-23გარდაიცვალა 25-ე კოვიდპაციენტი! - ეს დღეს გარდაცვალების უკვე მეორე შემთხვევაა

 

„ჩვენს მაგალითზე გეტყვით, რომ ამჟამად მუშაობს მხოლოდ ორი განყოფილება, ის ემსახურება კოვიდინფიცირებულ პაციენტებს. ის აბსოლუტურად სრულად არის ათვისებული, თუმცა ხდება ცვალა, გაწერა და ისევ ახალი პაციენტების მიღება.

 

რაც შეეხება ძირითად ბოქსირებულ განყოფილებას სულ სამ-ოთხ დღეში ალბათ დამთავრდება რეაბილიტაცია, დაახლოებით ორ კვირაში სრული რემონტი და ამდენად გვექნება სრულყოფილად გამართული, არაჩვეულებრივი ვენტილაციით, ჟანგბადის მიწოდების სისტემით, ყველანაირად გამართული ბოქსირებული განყოფილება.

 

მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მალე მოხდეს ამ განყოფილების გახსნა“, – განაცხადა მარინა ენდელაძე „ფორმულას“ ეთერში.

 

დღეს საქართველოში კორონავირუსის კიდევ 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 69 პაციენტი. ქვეყანაში სულ Covid-19-ით გარდაცვლილია 25 ადამიანი.

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X