17:49 | 2020-05-29 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ორჯერ მოვხდი ფსიქიატრიულში, ერთი თირკმელი არ მაქვს – ქალს, რომელიც დახმარებას ითხოვს, ბინას ართმევენ!

ორჯერ მოვხდი ფსიქიატრიულში, ერთი თირკმელი არ მაქვს – ქალს, რომელიც დახმარებას ითხოვს, ბინას ართმევენ!

ცხოვრებისეულ სირთულეებსა და პირად ტრაგედიას ვეღარ გაუძლო და ოთხი წლის წინ, ფსიქიკა შეერყა. პირველად ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 2016 წელს მოხვდა, მეორედ გასულ ზაფხულს.

 

59 წლის მაგული ახალაიას ფსიქიკურ პრობლემებთან ერთად ჩიყვი, სახსრები, თირკმელები და ჰიპერტონიაც აწუხებს. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის…

 

ხუდადოვზე, აჭარის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ტუბდისპანსერის შენობაში 15 კვადრატული ბინიდან, რომელიც წლების წინათ გაჭირვებით შეიძინეს, მალე ალბათ, ბანკი გამოასახლებს.

 

მაგულის დას ოთხი თვის წინ, ლეიკემია დაუდგინდა. სოციალური დახმარებით ვერ სარგებლობენ, იმის გამო, რომ ქალბატონებს საპენსიო ასაკიც არ აქვთ, ბოლო რამდენიმე წელია შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები.

თანხის არარსებობის გამო, ხშირად უჭრიან ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირს. არის დღეები, როცა პურიც არ აქვთ. როცა ფეხზე დგომის და სიარულის თავი აქვთ, ქუჩებსა და ურნებში ბოთლებსა და ჯართს ეძებენ. თუ გაუმართლათ და რამე იპოვეს, იმ დღეს პური ექნებათ.

 

„სენაკში დავიბადე და გავიზარდე. 13 წლის ვიყავი, როცა მომავალმა მეუღლემ მომიტაცა და ოჯახმა დამტოვა. მე და გიამ ერთად 15 წელი ვიცხოვრეთ, შვილი არ გაგვიჩნდა და მერე დავშორდით.

 

ამ დროს, თბილისში ქირით ვცხოვრობდით. ერთი პერიოდი ვალუტის ჯიხურში სიმუშავე, მერე ერთ-ერთ თეატრში. იმ პერიოდში მე და ჩემმა დამ ხუდადოვზე, აჭარის ქუჩაზე, ყოფილი ტუბდისპანსერის შენობაში პატარა ოთახი იაფად ვიყიდეთ და მთელი ცხოვრება ამას ვაკეთებდით.

 

ჩემი და წლების განმავლობაში თურქეთში ჩაის მკრეფავად მუშაობდა. მე სახსრების პრობლემები შემექმნა და გადაადგილებას გაჭირვებით ვახერხებდი. ჩემი და იქიდან მპატრონობდა.

 

დაახლოებით, 10 წელი სისხლის დონორი ვიყავი, თვეში ერთხელ სისხლს ვაბარებდი და 30-40 ლარს მაძლევდნენ.

 

მერე თირკმელებზე შემექმნა პრობლემები. ექიმთან, რომ მივედი მითხრეს, ერთი თირკმელი გათიშულია, მეორეც ძალიან ცუდ მდგომარეობაშიაო.

 

ამასობაში დამიდგინეს ჩიყვი… რომ მემკურნალა საკმარისი ფული არ გვქონდა, ჩემმა დამ ბინა ბანკში ჩადო 14 ათას ლარად. მერე ჯანმრთელობის პრობლემა ჩემს დასაც შეექმნა, მუშაობა ვეღარ შეძლო და თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნდა.

 

ბანკში ყოველთვიურად გადასახადს ვეღარ ვიხდიდით. ამდენ პრობლემას ვეღარ გავუძელი და ოთხი წლის წინ, ფსიქიკა შემერყა, ფსიქოზი დამიდგინეს…

 

მოლანდებები დამეწყო, თავმოჭრილი ადამიანებს ვხედავდი და უმიზეზოდ ვკიოდი. წამიყვანეს ფსიქიატრიულში და კარგა ხანს ვიმკურნალე. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, ისევ იგივე პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით.

 

ვერ ვიხიდით ბანკის პროცენტს. ყოველდღიურად გვირეკავდნენ ბანკიდან და გვემუქრებოდნენ, თუ პროცენტს არ გადაიხდით ბინიდან გამოგასახლებთო…

 

ახლაც ასეა, ბოლო სამი თვეა არ გადაგვიხდია ფული. ისევ რეკავენ და გვემუქრებიან, დაგაცლევინებთ ბინასო. სად უნდა წავიდეთ არ ვიცი….

 

უფასო პრეპარატებს კი ვიღებდი, მაგრამ დანარჩენ გამოწერილს მედიკამენტებს ვერ ვყიდულობდი. ნერვიულობაზე გასულ ზაფხულს გამიმეორა შეტევამ და ისევ ფსიქიატრიულში მოვხდი.

 

ჩემს დას ქალური პრობლემები აქვს, ყველაფერი ამოაჭრეს. ოთხი თვის წინ, ლეიკემია დაუდგინდა. ვერც ის მუშაობს. როცა შედარებით უკეთ ვართ და სიარული შეგვიძლია, ქუჩაში გავდივართ, ხან ურნებშიც ვაგროვებთ ბოთლებსა და ჯართს.

 

როცა გვიმართლებს პურს მაინც ვყიდულობთ, ასე ვიხდით კომუნალურებს. ბოლო რამდენიმე წელია ასეთ ტანჯვაში ვართ. ხშირად გადის დღეები, როცა პურიც არ გვაქვს, ფანჯრიდან, რომ საჭმლის სუნი შემოდის ვტირივარ…

 

გვყავს ძმა, რომელიც სენაკში ცხოვრობს, ისიც უმუშევარია და მას თავისი თავი გასჭირვებია. ნათესავებსაც უჭირთ. ტელეფონიც კი არ მაქვს, ახლობლები მეზობლებთან მკითხულობენ…

 

არასოდეს არ მიფიქრია, რომ ოდესმე, ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი. მთელი ცხოვრება სხვას ვეხმარებოდით და ახლა, თავად ვარ დასახმარებელი.

 

ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყველაფერი დავამთავრე.“- ამბობს მაგული ახალაია.

ძალადობის მსხვერპლი დედა-შვილი, რომელიც ნანგრევებში ცხოვრობს - სულისშემძვრელი ისტორია
2020-05-26ძალადობის მსხვერპლი დედა-შვილი, რომელიც ნანგრევებში ცხოვრობს - სულისშემძვრელი ისტორია
ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X