18:03 | 2021-08-21 ავტორი: Prime Time

ორჯერადად აცრილებისთვის ტესტირება, შესაძლოა უფასო იყოს

ორჯერადად აცრილებისთვის ტესტირება, შესაძლოა უფასო იყოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ტესტირება ფასიანი გახდა, ორჯერადად აცრილებისთვის, შესაძლოა, უფასო იყოს,- ამის შესახებ მან ვაქცინაციის შესახებ ვებინარზე ისაუბრა.

ქელეხში კორონავირუსით 41 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის არიან ორსულები და ბავშვები
2021-08-21ქელეხში კორონავირუსით 41 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის არიან ორსულები და ბავშვები

 

„ორჯერადად აცრილებისთვის ჩვენ არ გავუწევთ რეკომენდაციას, რომ სწრაფი ტესტი იყოს ფასიანი. ორჯერადად აცრილებისთვის, ვისაც რეგულარული ტესტირება ეკუთვნის, იმათთვის სახელმწიფო დააფინანსებს. აი, ვინც არ იქნებიან აცრილები, მათზე ვფიქრობთ, რომ შევიდეთ ამ წინადადებით.

 

ვისაც ეკუთვნის აცრა, უკვე გარკვეული დროის შემდეგ, მაშინ კეთილი ინებონ და დამსაქმებელმა ან თვითონ დასაქმებულმა უზრუნველყონ ტესტირების ფასის გადახდა.

 

ჩვენ ვთავაზობთ, რომ ისინი იყვნენ აცრილები. თუ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად წინააღმდეგი ჩვენებაა და ვერ იცრება ადამიანი, იმისთვის ისევ უფასო დარჩება”, – ამბობს გამყრელიძე.

 

ნახეთ აუცილებლად საკითხავი ინფორმაციები ⇓

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X