21:05 | 2020-10-24 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ორშაბათიდან კიდევ ერთი სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადადის – ინფიცირებულია პედაგოგი

ორშაბათიდან კიდევ ერთი სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადადის – ინფიცირებულია პედაგოგი

თელავის მეშვიდე საჯარო სკოლა, ერთი კვირის განმავლობაში, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავა. ონლაინ სწავლებაზე გადასვლის მიზეზი, სკოლის ერთ-ერთი პედაგოგის კორონავირუსით ინფიცირება გახდა.

ექიმების განმარტებით, პედაგოგის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
თელავში დაკეტილია პირველი საჯარო სკოლაც. უკვე ერთი კვირაა, მოსწავლეები სასწავლო პროგრამას ონლაინ რეჟიმში გადიან. სკოლაში, სამი პედაგოგია ინფიცირებული.
თელავის საჯარო სკოლებში შექმნილ ვითარებაზე საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი განმარტებას არ აკეთებს. ლევან მრელაშვილი, ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
ორშაბათიდან, ერთი კვირით, დაიკეტება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრის საჯარო სკოლაც, სადაც კორონა ვირუსით პედაგოგი დაინფიცირდა.
სავარაუდოდ, დისტანციურ რეჟიმში სწავლებაზე გადავლენ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფლის სკოლაშიც. სასწავლო დაწესებულებაში, კორონა ვირუსი, პედაგოგს გამოუვლინდა, რომელიც ადმინისტრაციის თანამშრომელიცაა.
პადაგოგების ინფიცირების სტატისტიკა, კახეთში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შესამჩნევად მზარდია.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი
ავტორი: თამარ ბუჩუკური

X