22:16 | 2020-04-04 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ორშაბათიდან მარნეულში თერმოსკრინინგის მეორე ეტაპი იწყება – ზაურ დარგალი

ორშაბათიდან მარნეულში თერმოსკრინინგის მეორე ეტაპი იწყება – ზაურ დარგალი

მარნეულში პირველ ეტაპზე თერმოსკრინინგი 105 ათას ადამიანს ჩაუტარდა. აქედან 55 ჰქონდა სიცხე. საეჭვო იყო 15 პაციენტი. ანალიზები აუღეს და კორონავირუსი არ დადასტურდა, – ამის შესახებ მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„ოპოზიციამ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომ მერია ურიგებს დახმარებას სათითაოდ ყველა მარნეულელს. ასევე არიგებს ფულად დახმარებას. რაც იყო არასწორი. მათ ორგანიზებულად გამოიყვანეს ხალხი ერთ-ერთ სოფელში, რაზეც შესაბამისი პასუხი გავეცით,“- აღნიშნა დარგალმა.

 

მისი თქმით, მარნეულში 3 ათას ოჯახს ფინანსურად მერია, ხოლო ათას ოჯახს კერძო სექტორი დაეხმარება.

 

„ჩვენც ვუერთდებით თბილისის მერის ინიციატივას რაც გულისხმობს ბაგა-ბაღებში საკვები პროდუქტების დარიგებას.და ერთჯერადად, 2016 ბავშვი მიიღებს 60 დღის კვებას“- განაცხადა დარგალმა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X