20:29 | 2021-06-09 ავტორი: თამარ გონგაძე

ორსული ნატალია ქუთათელაძე კორონავირუსზე აცრას გეგმავს – რა მისიით ჩავიდა ის უელსში

ორსული ნატალია ქუთათელაძე კორონავირუსზე აცრას გეგმავს – რა მისიით ჩავიდა ის უელსში

ნატალია ქუთათელაძე უელსში, კარდიფის სასიმღერო კონკურსზე – BBC Cardiff Singer Of The World 2021-ზე იმყოფება. საოპერო მომღერალი ბრიტანეთში 31 მაისს ჩავიდა და ჯერჯერობით, საკარანტინე ზონაში, სასტუმროში იმყოფება. კონკურსი 12-19 ივნისს გაიმართება.

 

 

ეკა მამალაძე: – ეს კონკურსი ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება, სულ 16 კონკურსანტი მონაწილეობს, სერიოზული კონკურსია. ვნახოთ, რას იზამს. აქტიური და ნამდვილი მებრძოლი ორსულია. პატარას სექტემბრის ბოლოს ველოდებით. ესეც ბიჭია, ოთხი ბიჭი შვილიშვილი მყავს…

 

 

ნატალია ახლო მომავალში იმუნიზაციას გეგმავს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, რვა თვის ორსულობის პერიოდში აიცრება.

 

ნატალია ქუთათელაძე: – რამდენიმე უცხოელმა ექიმმა და რაც მთავარია, ჩვენმა მთავარმა ინფექციონისტმა მირჩია, “პფაიზერით” აცრა სადღაც 7-8 თვის რომ გავხდები.

 

ეკა მამალაძე: – ბევრგან ვიკითხეთ, უცხოელ ექიმებსაც დავეკითხეთ და ორსულებიც იცრებიანო, გვითხრეს. არ ვიცი. ჯერ ჩამოვიდეს ინგლისიდან. ვაქცინის თემა მისი გადასაწყვეტია. მე და ნანი ავიცერით. ყველა უნდა ავიცრათ, სხვა გზა არ არის.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X