
ცნობილი ქართველი ექიმი ოთარ ტატიშვილი, საზოგადოებამ წლების წინ მსახიობის ამპლუაში გაიცნო. ის სერიალ “შუა ქალაქში” ირაკლის როლს თამაშობდა, რომელიც მაყურებელს ძალიან შეუყვარდა.
პროფესიონალმა ექიმმა ეკრანი სერიალის დახურვის შემდეგაც არ მიატოვა და ახლა “იმედზე” დილის გადაცემის წამყვანია.
იუმორით განთქმულ ექიმს, მსახიობს და ტელეწამყვანს, საკუთარ ოჯახზე პრესასთან საუბარი არ უყვარს, თუმცა მამას პოპულარობით არც მისი შვილები ჩამოუვარდებიან.

მას პირველი ქორწინებიდან ორი ბიჭი ჰყავს, ერთ-ერთი შოთი ტატიშვილი მუსიკოსია და კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა. ნაკლებად არის ცნობილი, ოთარ ტატიშვილის უმცროსი ქალიშვილის ნანი ტატიშვილის შესახებ.

ოთარს ქალიშვილი მეორე ქორწინებიდან ჰყავს. ნანი მშობლების გზას გაჰყვა და სკოლის დამთავრების შემდეგ სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა. სწავლის პარალელურად, ის მსახიობობითაც არის გატაცებული და სხვადასხვა სპექტაკლებშიც თამაშობს.
ოთარ ტატიშვილის მეორე მეუღლე, სტომატოლოგი თიკა სვანიშვილია.

























