18:12 | 2020-04-13 ავტორი: თეონა ყაჭიური

ოთხი პაციენტი გვყავს მართვით სუნთქვაზე, ორის მდგომარეობა კრიტიკულია – ლევან რატიანი

ოთხი პაციენტი გვყავს მართვით სუნთქვაზე, ორის მდგომარეობა კრიტიკულია – ლევან რატიანი

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ახალი პაციენტებიდან ყველას მწვავე პნევმონია აქვს.

 

„ამ ეტაპზე კლინიკაში არის 84 პაციენტი. აქედან 67 კოვიდ ინფიცირებულია. ოთხი პაციენტი გვყავს მართვით სუნთქვაზე, ორი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

 

ასევე გვყავს 46 წლის პაციენტი, რომლსაც აქვს მწვავე ორმხრივი პნევმონია. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა შეიძლება ჩაითვალოს სტაბილურად.

 

შემოსული პაციენტებიდან ყველასთან მწვავე პნევმონია არის დადასტურებული და გრძელდება მკურნალობა“,- განაცხადა ლევან რატიანმა.

 

ბოლო მონაცემებითქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევა 266-მდე გაიზარდა.  გამოჯანმრთელდა 67 პაციენტი.

 

კორონავირუსის შედაგად გარდაცვლილია 3 ადამიანი.

 

 

ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი.

 

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდა კომენდანტის საათი.

 

 

10 აპრილს, ლენტეხის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა.

 

დაიხაურა ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.

 

აკრძალულია ერთ სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, გარდა აფთიაქებისა.

 

საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.

 

აკრძალვები შეეხო ეკლესიასაც. რის გამოც საქართველოს პატრიარქმა განაჩინა, რომ წირვა-ლოცვა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.

 

განჩინების მიხედვით, რეკომენდებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში;

 

მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე;

 

ასევე, იკრძალება ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილება.

 

ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების ფარგლებში, ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა

 

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში სპეცრეისებით ჩამოჰყავთ. ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდს სპეციალურ სივრცეებში გადიან.

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X