17:55 | 2021-08-21 ავტორი: Prime Time

ოთო კახიძე: ყველა პასუხისმგებლიანმა კომპანიამ უნდა მოთხოვოს თანამშროლებს აცრა

ოთო კახიძე: ყველა პასუხისმგებლიანმა კომპანიამ უნდა მოთხოვოს თანამშროლებს აცრა

“ყველა პასუხისმგებლიანმა კომპანიამ უნდა მოთხოვოს თანამშროლებს აცრა.”-ამის შესახებ პოლიტიკოსი ოთო კახიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

კახიძე აღნიშნავს, რომ გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი.

კოლეგას დავურეკე, მოდი, არ მინდა ეს კაცი მარტოს ჩამაკვდეს ხელში-მეთქი – რას ყვებიან კოვიდკლინიკის ექიმები
2021-08-21კოლეგას დავურეკე, მოდი, არ მინდა ეს კაცი მარტოს ჩამაკვდეს ხელში-მეთქი – რას ყვებიან კოვიდკლინიკის ექიმები

 

“ყველა პასუხისმგებლიანმა კომპანიამ უნდა მოთხოვოს თანამშროლებს აცრა. კოკა-კოლამ გააკეთა ეს და უნდა მიბაძონ სხვებმაც.

ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ კომპანიებს, რომლებსაც უშუალო და ინტენსიური შეხება აქვთ მომხმარებლებთან – მაღაზიები, რესტორნები და ა.შ. მე ყველანაირად ვეცდები, რომ მხოლოდ პასუხისმგებლიანი კომპანიების პროდუქცია ვიყიდო და სერვისით ვისარგებლო.

 

ანტივაქსერული ბოდვის და თავისუფალ არჩევანზე ღლიცინის დრო არ არის, არც არასდროს ყოფილა. არც ისაა გამართლება, რომ შემცვლელი თანამშრომლის პოვნა ჭირს. უმუშევრობას მიაქვს ქვეყანა.

 

ათეულობით ადამიანი კვდება ყოველდღე, ოჯახები უბედურდება, კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი.”-წერს ოთო კახიძე.

 

ნახეთ აუცილებლად საკითხავი ინფორმაციები ⇓

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X