
ლევან ბერძენიშვილი კლასიკოსი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება და მასთან პირველ შეხვედრას იხსენებს.
„პირველად გრენობლში შევხვდით ერთმანეთს და ისე ვიკამათეთ მალარმეს კაფეში, მეპატრონეს ჩხუბი ეგონა. ბეთჰოვენს ებრძოდით და ვერდის ადიდებდით. ბევრი ვილაპარაკეთ ძმებ კეჟერაძეებსა და მათს დაზე, რომელსაც ბევრი არ იცნობდა. ოცდახუთი წელი ვინახავდით ამ სიყვარულს, ხშირად ვლაპარაკობდით, ისევ ვკამათობდით, მეამაყებოდა, მეგობარს რომ მიწოდებდით. ნახვამდის, კანუდოსის მკვიდრო, უსაყვარლესო კაცო, დღესაც „ეპოქა დამთავრა დიდი“,- წერს ლევან ბერძენიშვილი.
მწერალი გურამ დოჩანაშვილი დღეს გარდაიცვალა. გურამ დოჩანაშვილი, ერთი თვის წინ გაცივდა. მას შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა და ფილტვების პრობლემით კლინიკაში გუშინ შეიყვანეს.
ყველასთვის საყვარელი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი 26 მარტს 82 წლის გახდა.























