11:31 | 2020-05-16 ავტორი: Prime Time

„ოცნებას“ ვაბრუნებთ სივრცეში, სადაც იქნება შეჯიბრი პროგრამებით და არა ძალადობით – შაშკინი

„ოცნებას“ ვაბრუნებთ სივრცეში, სადაც იქნება შეჯიბრი პროგრამებით და არა ძალადობით – შაშკინი

„გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მიუხედავად იმისა ვინ დგას მეორე მხარეს – მილიარდერი, თუ ძალადობაზე ორიენტირებული მთავრობა“.

 

ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა.

 

„ქართველმა ხალხმა საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მიაღწია იმას, რომ მთავრობამ უკან დაიხია.

 

ყველამ კარგად დაინახა, რომ „ქართული ოცნება“ გასული იყო პოლიტიკური ველიდა და ახლა ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი, ოპოზიცია და საერთაშორისო საზოგადოება რთულად, მაგრამ მაინც აბრუნებს პოლიტკურ სივრცეში,

 

სადაც იქნება შეჯიბრი პროგრამების, მოსაზრებების და არა ძალადობის.

 

ჩვენი ხელისუფლების დროს კი არა, შევარდნაძის დროსაც კი არ ყოფილა ასეთი მძაფრი და პირდაპირი რეაქციები დასავლეთიდან, როდესაც ჩვენმა პარტნიორებმა პირდაპირ ახსენეს – პოლტპატიმრები“ – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას დიმიტრი შაშკინი.

ავტორი: Prime Time

X