00:41 | 2020-04-05 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ოზონის შრემ აღდგენა დაიწყო

ოზონის შრემ აღდგენა დაიწყო

ანტარქტიკის მიმდებარედ არსებული ოზონის შრე აღდგენას იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ independent-ი Nature-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

კვლევის თანახმად, პლანეტის დამცავ ფენაზე დაზიანების მასშტაბი მნიშვნელოვნად შემცირდა.

 

კოლორადოს უნივერსიტეტის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ეს შედეგი ოზონის განსაკუთრებულად დამაზიანებელი ნივთიერებების აკრძალვამ გამოიღო. თუმცა აქვე, იმასაც ვარაუდობენ, რომ ჩინეთში არსებული კარბონ დიოქსიდის ემისიები დედამიწის დამცავ შრეს დამატებით პრობლემებს გაუჩენს.

 

NASA-მ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ასახულია ანტარქტიკის თავზე არსებული ოზონის შრის აღდგენითი პროცესი. მის მიხედვით, 1987 წლის შემდეგ დაზიანებები ყველაზე მეტადაა შემცირებული.

 

ოზონის ფენა არის დამცავი ფარი დედამიწის სტრატოსფეროში, რომელიც შთანთქავს ულტრაიისფერი გამოსხივების უმეტესობას, რომელიც მზიდან ჩვენამდე მოდის.

 

ოზონის ფენის გარეშე თითქმის შეუძლებელი იქნებოდა პლანეტაზე არსებობა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X