13:48 | 2020-10-18 ავტორი: Prime Time

ოზურგეთის 11 საბავშვო ბაღში 80 მცირეწლოვანი მოიწამლა

ოზურგეთის 11 საბავშვო ბაღში 80 მცირეწლოვანი მოიწამლა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებული 32 ბაღიდან 11 ბაღში აღსაზრდელები მასიურად მოიწამლნენ.

 

მოწამლულია 80 ბავშვი. ეს ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელმა მაკა ჭყონიამ დაუდასტურა.

 

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე 32 ბაღმა სწავლა რამდენიმე დღის წინა განაახლა, გუშინ გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ 11 ბაღის ბავშვებს მოწამვლის ნიშნები დაეწყოთ. სულ 80 ბაშვია მოწამლული.

 

დიარეა, სიცხე, ღებინება. ბავშვები მასიურად მოიწამლნენ სოფლებში: ჭანიეთი,ურეკი, წვერმაღალა, ჯუმათი, ვაკიჯვარი, სილაური, ასევე ქალაქის რამდენიმე ბაღშიც. რამ გამოიწვია ბავშვების მასიური მოწამვლა, ამას ჯერჯერობით ვერ გეტყვით.

 

ვადები, ეტიკეტირება, პროდუქტი, ასევე წყალი ყველაფრის საბუთები და ვარგისიანობის ვადა არის დაცული და ნორმაში. შემოვიდა სურსათის უვნებლობა, შეისწავლიან საქმეს, ჩატარდება ექსპერტიზა და მერე გვეცოდინება რამ გამოიწვია ეს ყველაფერი.“- გვითხრა ჭყონიამ.

 

ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი

 

საგანგაშოა! ვირუსის აქტიური გავრცელება დაიწყო – მარინა ენდელაძე
2020-10-18საგანგაშოა! ვირუსის აქტიური გავრცელება დაიწყო – მარინა ენდელაძე
ავტორი: Prime Time

X