11:26 | 2021-06-28 ავტორი: Prime Time

ოზურგეთში 16 წლის ბიჭი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

ოზურგეთში 16 წლის ბიჭი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

გურიაში, ოზურგეთში 16 წლის ბიჭი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

ახალგაზრდას დაზიანებები ყელის არეში აქვს მიყენებული.

 

 

კლინიკაში შესვლიდან რამდენიმე წუთში მოზარდმა გონება დაკარგა. სხეულზე აღმოჩენილი მძიმე დაზიანებების გამო მედიკოსებმა პოლიცია გამოიძახეს.

 

ავტორი: Prime Time

X