
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურიანთაში 6 წლის ბავშვი გუბეში დამხრჩვალი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანს ოჯახი და ახლობლები დილიდან ეძებდნენ.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.























