11:03 | 2021-10-02 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

ოზურგეთში კომისიის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ოზურგეთში კომისიის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქალაქ ოზურგეთის 60/56 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი კომისიის წევრი არ მივიდა, მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

ამ ეტაპზე მისი ჩანაცვლება მოხდა და საარჩევნო პროცესი დილიდანვე შეუფერხებლად მიმდინარეობს.

 

კორონავირუსის შემთხვევის ფაქტს ჩვენთან საუბრის დროს ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბერდია ლომიძე ადასტურებს.

 

დღეს, 2 ოქტომბრს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებია. ამომრჩევლები ქვეყნის მასშტაბით 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს აირჩევენ, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით.

 

მერის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდება კანდიდატი, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. თუ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ვერცერთმა კანდიდატმა ეს ნიშნული ვერ გადალახა, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.

 

წყარო: “გურია NEWS”

 

ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X