13:34 | 2020-04-13 ავტორი: თეონა ყაჭიური

ოზურგეთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა – ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი

ოზურგეთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა – ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი

ოზურგეთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სახლის პირველ სართულზე შუა ხნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

 

„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო.

 

შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდა სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ცეცხლი ეკიდა 2-სართულიან საცხოვრებელ სახლს, დაახლოებით, 140 კვ/მ ფართობზე.

 

ხანძრის ქრობისას, მეხანძრე-მაშველებმა საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე შუა ხნის მამაკაცის ცხედარი ნახეს.

 

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარ ფაქტზე საქმე აღძრულია 187-ე მუხლის მე -2 ნაწილით“,- ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X