23:20 | 2021-04-01 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

პაატა იმნაძე ბრიტანული შტამთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

პაატა იმნაძე ბრიტანული შტამთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ბრიტანული შტამით ინფიცირებულების რაოდენობა 72-მდე გაიზარდა. პაატა იმნაძის განმარტებით, დაავადებულთა შორის იყო კლასტერებიც, მათ შორის ერთ-ერთი საკმაოდ დიდი – 19 ადამიანიანი კლასტერი.

 

დღეს პირველი აპრილია! ნახეთ საიდან იღებს სათავეს საპირველაპრილო ტყუილი
2021-04-01დღეს პირველი აპრილია! ნახეთ საიდან იღებს სათავეს საპირველაპრილო ტყუილი

 

მისივე ინფორმაციით, ამჟამად კიდევ იკვლევენ საეჭვო შემთხვევებს, თუმცა ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა კვლევის დასრულებას დრო სჭირდება.

 

„ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ფართო ცირკულაციას არ მიუღწევია ბრიტანულ შტამს ქვეყანაში, თუმცა იმის გამო, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ფართოდ გავრცელდა, ჩვენც ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. დაცვა არის ისევ და ისევ პირბადე და დისტანცია“, – განმარტავს პაატა იმნაძე.

 

მისივე თქმით, საქართველოში სამხრეთ აფრიკული და ბრაზილიური შტამები, ჯერჯერობით, არ დაფიქსირებულა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X