22:11 | 2020-05-14 ავტორი: თამთა თორდია

პაატა იმნაძე იმ სოფელს ასახელებს, სადაც არ სჯერათ, რომ კორონა არსებობს

პაატა იმნაძე იმ სოფელს ასახელებს, სადაც არ სჯერათ, რომ კორონა არსებობს

პაატა იმნაძის თქმით, მუშევანი ის სოფელია სადაც არ სჯერათ რომ კორონავირუსი არსებობს.

 

მუშევანი​ სამწუხაროდ ის სოფელია, სადაც საქართველოში ყველაზე მეტად არ სჯერათ, რომ კორონა არსებობს“, – განაცხადა post tv-ის ეთერში პაატა იმნაძემ.

 

„ქვემო ქართლის დასენიანებულ სოფლებში ავადობა არის თითქმის ისეთი, როგორც გერმანიაში. მაშინ როდესაც, მთელს საქართველოში საბედნიეროდ ავადობა ძალიან ნაკლებია, ამ დასენიანებულ არეებში ავადობა გვაქვს დაახლოებით 180-ჯერ მეტი, ვიდრე მთლიანად საქართველოში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 667 შემთხვევაა დადასტურებული.

 

383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ავტორი: თამთა თორდია

X