
ჩვენ, რომ დავიწყეთ “სინოფარმით” ვაქცინაცია, ჯანმოს აღიარება ხომ არ ჰქონდა. ჩვენ ვიცით, რასაც ვაკეთებთ. ასევე, სინოვაკსაც დავიწყებთ და ნახავთ, თუ არ წამოეწევა მას ჯანმოს აღიარება.
უფრო მეტიც, სინოვაკს შეტანილი აქვს ევროპის წამლის სააგენტოში ასოციაციაზე განცხადება და ევროპული ავტორიზაციაც ექნება სულ მალე”,- ამის შესახებ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.
“თრობა არასდროს არ ვარგა, ერთი და ორი ჭიქა არაფერს უშლის, არც აცრამდე და არც აცრის შემდგომ. არავითარი წინასწარი მომზადება და ანალიზი აცრას არ სჭირდება. არ არსებობს ანალიზი, რომელის მიხედვით, ექიმი გეტყვით, რომ ახლა შენი აცრა შეიძლება და ახლა არ შეიძლება. არც წამლების შეწყვეტა არ არის საჭირო.
მაპატიონ ჩემმა კოლეგებმა, ეს არის ცუდი სარეკლამო ტრიუკი, იმის გამო, რომ ადამიანები მივიდნენ ანალიზების გასაკეთებლად”,-განაცხადა იმნაძემ.






















