
„მადლობა ყველა მოქალაქეს, ვინც ამ „კორონიან“ სამყაროში, თავისი ქცევით ჩვენი ქვეყანა მართლა ოაზისად აქცია. ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენი ხალხის ბრძნული მოქმედების გარეშე არაფერი გამოვიდოდა, – ეს ტექსტი დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძეს ეკუთვნის. იმნაძემ სტატუსი Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
მადლობა ყველა მოქალაქეს, ვინც ამ „კორონიან“ სამყაროში, თავისი ქცევით ჩვენი ქვეყანა მართლა ოაზისად აქცია. ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენი ხალხის ბრძნული მოქმედების გარეშე არაფერი გამოვიდოდა. სამწუხაროდ, იმ თბილ და მადლიერ ადამიანებს ვერც მოვნიშნავ (სახელებიც კი არ ვიცი), ვინც მადლობას მიხდიდა. კიდევ ერთხელ მადლობა მათ“ – ვკითხულობთ პოსტში.























