13:37 | 2020-04-06 ავტორი: თათია ცუკოშვილი

პაატა იმნაძე მედპერსონალის ინფიცირების ახალ შემთხვევებს ელოდება

პაატა იმნაძე მედპერსონალის ინფიცირების ახალ შემთხვევებს ელოდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მედპერსონალი ინფიცირების რისკის ქვეშაა და ასეთი შემთხვევები კიდევ მოსალოდნელია.

 

​„რაც შეეხება მედპერსონალის დაინფიცირებას, ჩვენ ვიცით სამწუხარო რეალობა, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში, და ეს გასაგებიც არის, მედპერსონალი არის პირველი რისკის ქვეშ, ამიტომ ჩვენთანაც მედპერსონალის დაავადების შემთხვევები გვაქვს. მათ შორის არის, როგორც დამხმარე სამედიცინო პერსონალი, ასევე არის ექიმიც, საშუალო მედპერსონალი, ექთანიც. ეს კიდევ მოხდება, რადგან ყოველთვის ძალიან ძნელია ხოლმე ყველა იმ წესის ზედმიწევნით დაცვა, როდესაც მით უმეტეს გადაღლილია თანამშრომელი მუშაობით და ოდნავი დარღვევაც კი პირადი დაცვის აღჭურვილობის გამოყენაბაში შეიძლება ინფიცირების წყარო გახდეს,“- განაცხადა იმნაძემ.

 

 

  • ბოლო მონაცემებით გამოჯანმრთელებულია 36 ადამიანი

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X