00:05 | 2020-11-08 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

პაატა იმნაძე – როცა მსოფლიოში ახლა მეორე ტალღაა, ჩვენ გვაქვს პრაქტიკულად პირველი ტალღა

პაატა იმნაძე – როცა მსოფლიოში ახლა მეორე ტალღაა, ჩვენ გვაქვს პრაქტიკულად პირველი ტალღა

პაატა იმნაძის თქმით, დღეს მსოფლიოში კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ახალი შემთხვევების რაოდენობამ 600 000- ს გადააჭარბა.

 

მისივე თქმით, პოლიტიკური პროცესები და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არაფრით არ შეიძლება, აქედან გამომდინარე, ისინი ძალიან შეზღუდულები იყვნენ იმ რეკომენდაციებში, რაც შეიძლებოდა მიეცათ საკოორდინაციო საბჭოსთვის. გაითვალისწინეს ეკონომიკის მდგომარეობა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

 

„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არ არის ისეთ ძლიერი, როგორიც სხვა ქვეყნების, ამიტომ მეორეჯერ საქართველოსთვის ძალიან მძიმე იქნება ასეთი სრული შეჩერების გადაწყვეტილების გამოტანა. მოდით ისიც გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში არის პოლიტიკური პროცესები.“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

„პოლიტიკური პროცესები და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არაფრით არ შეიძლება, აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან შეზღუდულები ვიყავით იმ რეკომენდაციებში, რაც შეიძლებოდა მიგვეცა საკოორდინაციო საბჭოსთვის, გავითვალისწინეთ ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

 

აქედან გამომდინარე ის, რაც კეთდება არის ის მინიმალური აუცილებელი ღონისძიებები. ჩვენ გაზაფხულზე პრაქტიკულად შევძელით ის, რომ ქვეყანას ავაცილეთ ის პირველი ტალღა, რომელიც მთელ მსოფლიოში იყო, რომელმაც უზარმაზარი მსხვერპლი გამოიწვია უამრავ ქვეყანაში და ახლა პრაქტიკულად, ჩვენ გვაქვს ის სიტუაცია, როცა ყველას აქვს მსოფლიოში მეორე ტალღა, ჩვენ ახლა გვაქვს პრაქტიკულად პირველი ტალღა.

 

ახლა ქვეყანა ყოველთვის ჩაკეტილი ვერ იქნება, ქვეყანა უნდა გახსნილიყო, ეკონომიკას უნდა ემუშავა, აქედან გამომდინარე, ახლა გვაქვს მეორე ტალღა. ეს მეორე რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. უკვე ვთქვი ფაქტორები, რომელიც გვზღუდავს წერტილოვან შეზღუდვებშიც, აქედან გამომდინარე, პროგნოზი რა თქმა უნდა, სახარბიელო არ არის, მით უმეტეს ყველა იმ აქტივობის გათვალისწინებით, რაც ქუჩაში ხდება.“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X