23:42 | 2020-04-21 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

პაატა იმნაძე: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი სახლში მკურნალობს

პაატა იმნაძე: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი სახლში მკურნალობს

„საქართველოში არის კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობს“,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ღამის კურიერის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

 

მისივე თქმით, პაციენტი ცხოვრობს შვილთან ერთად, რომელსაც ვირუსი უკვე გადატანილი აქვს.

 

„ჩვენ გვყავს ასეთი ადამიანი, ერთი, რომელიც სახლში მკურნალობს. ჩვენ ეს, აქამდე არ გვითქვამს. ის, შვილთან ერთად ცხოვრობს, რომელმაც უკვე გადაიტანა კორონავირუსი“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულია 408 ადამიანი, აქედან 97 გამოჯანმრთელებულია, ამასთან გარდაიცვალა 4.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 ადამიანი და სტაციონრში 574 პაციენტს აკვირდებიან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X