11:48 | 2021-08-05 ავტორი: Prime Time

პაატა იმნაძის ორსული შვილი „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა

პაატა იმნაძის ორსული შვილი „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში „ფაიზერის“ ვაქცინით პაატა იმნაძის ორსული შვილი აიცრა.

ბოლო 24 საათში ვაქცინაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოში
2021-08-05ბოლო 24 საათში ვაქცინაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოში

 

პროცესს აკვირდებოდა პაატა იმნაძეც, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინით ფეხმძიმეების აცრა დაშვებულია.

 

„ოჯახში ჩემი ქალიშვილი ერთადერთი იყო, რომელსაც ვაქცინა არ ჰქონდა გაკეთებული, რომელიც არის ფეხმძიმედ და ამიტომ ელოდებოდა იმ ვაქცინას, რომელზეც არის დაშვებული ორსულებისთვის. ბედნიერი ვარ, რადგან ოჯახის ყველა წევრი აცრილი მყავს და ვიცი, რომ ამ დაავადების საწინააღმდეგოდ სხვას ვერაფერს ვიზამთ გარდა იმისა, რომ ყველანი ვიყოთ აცრილები, რათა ჩვენი და ჩვენი ახლობლების სიცოცხლე იყოს დაცული. ვიცი, რომ ორსულებში საკმაოდ აქტიურად დაიწყო აცრა. აცრამდე მომზადება და გამოკვლევა საჭირო არაა, მთავარია, აცრის შემდეგ მოქალაქე დარჩეს ასაცრელ სივრცეში, თუ განვითარდება რამე გართულება, უახლოეს წუთებში დროულად მოხდეს ჩართვა. ყველას გვეშინია ანაფილაქსიური შოკის, მაგრამ ნახევარ მილიონ აცრილებში გვაქვს ოთხი ანაფილაქსიური შემთხვევა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

ასევე ნახეთ: ვაქცინირების გაყალბებული ცნობები – პანდემიის ფონზე ევროპა გაძლიერებულ დანაშაულსაც ებრძვის

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X