12:52 | 2021-07-27 ავტორი: თეონა ყაჭიური

პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში უკვე იყო ერთი პრეცედენტი, როცა 12 წლის ბავშვი აიცრა

პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში უკვე იყო ერთი პრეცედენტი, როცა 12 წლის ბავშვი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში 12 წლის ბავშვი უკვე აიცრა.

 

VIDEO: სტიქია სვანეთში - გარე სამყაროს სამი თემის სოფელი მოწყდა
2021-07-27VIDEO: სტიქია სვანეთში - გარე სამყაროს სამი თემის სოფელი მოწყდა

 

პაატა იმნაძის თქმით, ბავშვს სპეციალური ჩვენება ჰქონდა და ამიტომ აიცრა.

 

მისივე თქმით, თუ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გადაწყვეტს, რომ კონკრეტული ვაქცინებით ბავშვების აცრა დასაშვებია, მას საქართველოც გაითვალისწინებს.

 

„ბავშვებთან დაკავშირებით, „ფაიზერს“ უწერია თავის ახალ ინსტრუქციაში, რომ 12 წლიდან შესაძლებელია აცრა. ამავე დროს, რამდენიმე ქვეყანამ უკვე მიიღო ეს ოფიციალურად. ჩვენ ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 12 წლიდან დაშვებული იქნება აცრები. როგორც კი ეს იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან, ჩვენთანაც დავწევთ შესაბამის ვაქცინებზე ასაკს. თუმცა, საქართველოში უკვე იყო ერთი პრეცედენტი, როცა 12 წლის ბავშვი აიცრა. ამ ბავშვს სპეციალური ჩვენება ჰქონდა და ამიტომ აიცრა. პერსონალურ ინფორმაციას ვერ გავცემ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X