
პაკისტანში 2 მოზარდი ნათესავებმა ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო გამო მოკლეს. ისინი ე.წ. ღირსების მკვლელობას შეეწირნენ. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მოხდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, მკვლელობის მიზეზი ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო გახდა, რომელშიც 3 არასრულწლოვანი გოგო ტყეში კაცთან ერთად არის აღბეჭდილი.
აღსანიშნავია, რომ ვიდეო ერთი წლის წინაა გადაღებული, თუმცა ინტერნეტსივრცეში რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა.
ამის შემდეგ ნათესავებმა რგოლში ნაჩვენები 16 და 18 წლის გოგოები ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
ადგილზე პოლიცია მუშაობს. სამართალდამცველების თქმით, მათი მთავარი პრიორიტეტი მესამე მოზარდისა და კაცის სიცოცხლის გადარჩენაა.
Human Rights Watch-ის ცნობით, გოგოების და ქალების წინააღმდეგ ძალადობა პაკისტანში სერიოზულ პრობლემად რჩება.
აქტივისტების მონაცემებით, ყოველწლიურად ქვეყანაში ე.წ. ღირსების მკვლელობებს ათასადმე ქალი ეწირება.






















