
ტაილანდის ერთ-ერთ რესტორანში სოციალური დისტანციის წესების გამო დაცარიელებულ სკამებზე სათამაშო პანდები განათავსეს. ინფორმაციას Reuters – ი წერს.
კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ ტაილანდში იკლო. ამიტომ ქვეყანამ შეზღუდვების შესუსტება დაიწყო. რესტორნის მეპატრონის თქმით, ის ამ გზით ცდილობს, ადამიანებმა სიმარტოვე არ იგრძნონ.
„თავდაპირველად მაგიდასთან მხოლოდ ერთი სკამი გვედო.
ჩემთვის ეს ძალიან უცნაური იყო, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ადამიანებისთვის კომპანია სათამაშო პანდებს გაეწიათ“,- აცხადებს რესტორნის მეპატრონე მეისონ სეიგონი.






















