19:49 | 2021-09-27 ავტორი: Prime Time

პანდემია კიდევ გაგრძელდება – ივანე ჩხაიძე

პანდემია კიდევ გაგრძელდება – ივანე ჩხაიძე

ვაქცინაციის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში გვიმცირდება და თანდათან ვშორდებით იმ ციფრს, რაც ქვეყანას უნდა. ეს არ არის სამედიცინო სისტემის არჩევანი, რომ მინიმუმ 60% იყოს აცრილი, ეს არის ქვეყნის არჩევანი, რათა პანდემია დასრულდეს, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძე „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

„ხაჭაპური დაგახვედროთ თუ ელარჯს მიირთმევთ“ - გიორგი ფხაკაძე ძალიან მალე სამშობლოს ეწვევა
2021-09-27„ხაჭაპური დაგახვედროთ თუ ელარჯს მიირთმევთ“ - გიორგი ფხაკაძე ძალიან მალე სამშობლოს ეწვევა

 

„ყველა ქვეყანას აქვს მიზანი დასახული, რომ მოსახლეობის მინიმუმ 60 % აცრას, ყველა ქვეყანას უნდა პანდემიის დამარცხება. როგორც ჩანს საქართველოს არ ჰქონია ეს მიზანი, იმიტომ რომ, ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობა იმდენად მცირეა, იმედი იმისა, რომ წლის ბოლომდე ჩვენ მოვახერხოთ მოსახლეობის 60% ვაქცინაცია, ნაკლებად გვაქვს, რაც ძალიან ცუდია – ეს ნიშნავს რომ ჩვენთან პანდემია კიდევ გაგრძელდება და არ დასრულდება ისე, როგორც ვგეგმავდით“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X