
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) სოციალურ ქსელში მიტროპოლიტი იეროთეოსის ფოტოს აქვეყნებს და მისივე სიტყვებს წერს, რომ პანდემიის ომში ერთ-ერთი მთავარი იარაღი ვაქცინაციაა.
როგორც მიტროპოლიტი იეროთეოსი ამბობს, ის ადამიანები, რომლებიც ხალხს ურჩევს, რომ ვაქცინა არ გაიკეთონ, სხვების ავადმყოფობასა და გარდაცვალებაზე არიან პასუხისმგებელნი.
„პანდემია არის უხილავი ომი, რომელსაც ხალხი საავადმყოფოებში და სიკვდილამდე მიჰყავს. ანადგურებს სოციალურ ურთიერთობებს, ამცირებს ეკლესიის მრევლს, ხურავს უნივერსიტეტებსა და სკოლებს, ქმნის ეკონომიკურ პრობლემებს.
ამ ომში ერთ-ერთი მთავარი იარაღია ვაქცინაცია, რომელიც აღადგენს საზოგადოების ნორმალურ ყოფას. ასეთ ომში მდგომარეობა უფრო საშიშია, ვიდრე ვაქცინის შესაძლო გვერდითი ეფექტები. ისინი, ვინც ქრისტიანებს ურჩევენ, არ მიიღონ პრევენციული ზომები, პასუხისმგებელნი არიან ადამიანთა ავადმყოფობაზე და მათ გარდაცვალებაზე“,- ამბობს მიტროპოლიტი იეროთეოსი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) 43 ათასი დოზა 13 მარტს შემოიტანეს.
ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია:
რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/
რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/






















