
რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი, გულიკო ქილიფთარი მიიჩნევს, რომ პანდემიის დროს საავადმყოფოების ქრისტიანული წესით კურთხევა მნიშვნელოვანია. მან ამის შესახებ მიტროპოლიტ ნიკოლოზთან საუბრისას განაცხადა.
“მე ვფიქრობ, ამ ვირუსის არსებობა ყველაზე დიდი განსაცდელია ჩვენეთვის და დედამიწისთვუს, მას არ აქვს ჩვეულებრივი მიმდინარეობა, რაც სხვა ვირუსს, ის გაცილებით მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება, ზოგჯერ სრულიად არალოგიკურად მძიმდებიან პაციენტები, ვერ გათვლი გართულებებს, ამიტომ მე ვფიქრობ უფლის შეწევნა, როგორც ყველა საქმეში, ამ საქმეშიც აუცილებელია” – განაცხადა გულიკო ქილიფთარმა.
ცნობისთვის, მეუფე ნიკოლოზი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ესტუმრა და რეანიმაციული განყოფილება აკურთხა.






















