
მარინა ბერიძემ რემონტის კეთება სპონტანურად დაიწყო. პანდემიის დროს აღმოაჩინა, რომ სამზარეულო სარემონტო აქვს. როგორც “პრაიმტაიმთან”, ამბობს დიდ ამბებშია.
მარინა ბერიძე: – პანდემიის დროს სამზარეული თავზე დამექცა. ამდენი ხანი სახლში არასდროს ვყოფილვარ, როგორც ამ პერიოდში და აღმოჩნდა, რომ თურმე ყველაფერი დამპალი იყო, არაფერი ვარგოდა… ვიფიქრე, სამზარეულოს გამოვცვლი-მეთქი. დავიწყე და შემოსასვლელიც მივაყოლე და ნუ, აი, არ ვიცი. ერთ ამბავში ვარ…
ქმართან გაყრის შემდეგ ახალი ბინა სასტუმროს სტილში მოაწყო, როგორც ამბობს, კარგ გუნებაზე დასადგომად.
“მოგზაურობა მიყვარს, ამიტომ ჩემი ახალი ბინა, რომელიც ახალი ცხოვრების დასაწყისში შევიძინე, სასტუმროს ნომერს დავამსგავსე. მიყვარს სასტუმროში ცხოვრება. ამ სასტუმროსაც შევეჩვიე” – ამბობს მარინა ბერიძე.






















