23:18 | 2020-05-31 ავტორი: ნინი ტაველიძე

პანდემიის ეპოქა ჩემს შემოქმედებაზე დადებითად აისახა – თექაზე მომუშავე ახალგაზრდა ქალი

პანდემიის ეპოქა ჩემს შემოქმედებაზე დადებითად აისახა – თექაზე მომუშავე ახალგაზრდა ქალი

ნინი უკვე 13 წელია თექაზე მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში მის შემოქმდებაში 13 თოჯინა, ათეულბით ნაქარგი და გობელენის ჩანთები იყრის თავს.

 

ნინი სვიმონიშვილი 30 წლისაა, ის საჩხერეში ცხოვრობს და თავის საყვარელ საქმეს, დედობას (ორი შვილი ჰყავს) საკონდიტროს ბიზნესსაც უთავსებს.

 

„პროფესიით ეკონომისტი ვარ. ვარ ხელოვნებით გატაცებული, ვქმნი სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებს, ვარ თექის სპეციალისტი.

 

ასევე რამოდენიმე წლის წინ გამიტაცა მეთოჯინეობამ, დავიწყე თიხის თოჯინების შექმნა, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია როგორც ჩემში, ასევე, ჩემს გარშემომყეფებში.

 

ძალიან მოსწონთ ჩემი თოჯინები, ხშირად ვღებულობ სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობას”, – გვიყვება ნინი.

 

მისი ხელნაკეთი ნივთების მაღალი ხარისხი გულგრილს არავის ტოვებს.

 

თავის დროზე ვერც თავად დარჩა გულგრილი ქარგვის, გობელენისა და თექაზე მუშაობის პროცესის მიმართ.

 

2020-05-28"თავისით გამოისახა ჯვარი და ზეთი წამოვიდა..." - რა სასწაული მოხდა თიკა მახალდიანის ოჯახში დედის ორმოცამდე

 

საქმემ იმდენად მიიზიდა, რომ დახმარების გარეშე, საკუთარი ძალისხმევით სხვადასხვა მასალაზე, მათ შორის თექაზე, მუშაობა შეისწავლა.

 

ამბობს, რომ პირველი თოჯინა შვილს დაუმზადა, რის შემდეგაც თოჯინებისადმი სიყვარული უფრო და უფრო გაღრმავდა. ნინის სახლში თავისი ხელნაკეთი ნივეთებისთვის ერთი ოთახი აქვს დათმობილი.

 

ხელოვნებისადმი სიყვარული მამიდამ გაუღვიძა, რომელიც მხატვარი იყო.

 

მამიდა, ზაირა სვიმონიშვილი მხატვარი გახლდათ. ამიტომ, ბევრი რამ ოჯახის უფროსი წევრის საქმიანობაზე დაკვირვებით ისწავლა.

 

მაგრამ რაიმე განსაკუთრებულის და განსხვავებულის, საკუთარი სტილის და სათქმელის ძიების სურვილი შვილებმა გაუჩინეს.

 

 

ამბობს, რომ დაინტერესებულია, შვილების კლასელებს თექაზე მუშაობა შეასწავლოს. რაც შეეხება პანდემიისა და საყოველთაო კარანტინის დროს დაგროვილ პერიოდს, ნინი ამბობს:

 

„პანდემიის ეპოქა ჩემს შემოქმედებაზე დადებითად აისახა, უამრავი დრო მქონდა რამე ახალი შემექმნა და ეს ჩემს ხელნაკეთი ნივთების კოლექციას შემატებოდა“.

ავტორი: ნინი ტაველიძე

X