
კოვიდპანდემიის ფონზე მომატებულია სხვადასხვა დაავადების ქრონიკული მაჩვენებელიც, ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, (“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი) სერგო ჩიხლაძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსის ფონზე ბევრი ქრონიკული დაავადება უყურადღებოდ დარჩა, ამიტომ გაზრდილია მაჩვენებელი.
“მსოფლიოს სტატისტიკას, თუ გადავხედავთ კოვიდპანდემიის ფონზე მომატებულია სხვადასხვა დაავადების ქრონიკული მაჩვენებელი, რადგან ყველაფერი გადაეწყო კოვიდზე. საქართველოში შეჩერებული იყო გეგმიური ოპერაციები, ამის ფონზე ბევრი ქრონიკული დაავადება უყურადღებოდ დარჩა, ამიტომ გაზრდილია მაჩვენებელი.
ყველაზე ხშირი დაავადებებია: გულსისხლძარღვთა დაავადებები, ონკოდაავადებები და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები.
საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვითაც, ქრონიკული დაავადებები მომატებულია,”- აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.






















