
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ მსოფლიოში არსებული პანდემიის ფონზე წამყვანმა კომპანიებმა, მილიარდერებმა და ქვეყნებმა ტრილიონობით დოლარი ჩაიდეს ჯიბეში. ამის შესახებ ლუკაშენკომ ერთ-ერთი შეხვედრის დროს განაცხადა.
ბელარუსის ლიდერი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არ არის პასუხი კითხვაზე, არის თუ არა პანდემია ხელოვნურად შექმნილი.
„დღეს მთელი მსოფლიო გაჩერებულია. მთელი ეკონომიკა ჩამოიშალა. წამყვანმა კომპანიებმა, მილიარდერებმა და ქვეყნებმა ტრილიონობით დოლარი ჩაიდეს ჯიბეში.
ამრიგად, სამედიცინო პანდემიას მოჰყვა ეკონომიკური პანდემია და ამან გავლენა მოახდინა არა მხოლოდ განვითარებად, არამედ დიდ სახელმწიფოებზეც. ბუნებრივია ბელარუსზეც აქვს ამას გავლენა“, – აღნიშნავს ლუკაშენკო.























