16:32 | 2020-04-01 ავტორი: ანეტი მიქელაძე

პანდემიის პირობებში მსოფლიოში 35 მილიონზე მეტი ბავშვი დაიბადა

პანდემიის პირობებში მსოფლიოში 35 მილიონზე მეტი ბავშვი დაიბადა

მას შემდეგ რაც მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემია დაიწყო და სამყარო გლობალური კრიზისის წინაშე დადგა, ყოველდღიურად გვესმის ინფორმაცია ადამიანების შესახებ, რომლებიც კოვიდ-19-ის მსხვერპლები გახდნენ. ყოველდღიურად მატულობს დაინფიცირებულთა რაოდენობა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყველა ქვეყანას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

 

ამ დროისთვის კორონავირუსით დაინფიცირების 860,178 შემთხვევაა დაფიქსირებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელთაგან 42,344 გარდაიცვალა, ხოლო 178,442 გამოჯანმრთელდა.

 

ამ სტატისტიკას საერთაშორისო მასშტაბით ვებგვერდი Worldometer-ი ითვლის. ის „რეალური დროის სტატისტიკის პროექტის“ მიერ არის შექმნილი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ დეველოპერები, მკვლევარები და მოხალისეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 

„ვორლდომეტრი“ საინფორმაციო კომპანია Dadax-ს ეკუთვნის და მსოფლიოში სტატისტიკის ყველაზე სანდო „მთვლელად“ მიიჩნევა.

 

კორონავირუსის გარდა, „ვორლდომეტრი“ ითვლის მსოფლიოში პოპულაციის ზრდასაც. სტატისტიკის ცნობით, დედამიწაზე ამჟამად 7,774,775,144 ადამიანი ცხოვრობს, რომლის რაოდენობა ყოველ წამს იცვლება.

 

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის დასაწყისიდან, მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსის აფეთქების შესახებ ცნობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა, 35 მილიონზე მეტი ადამიანი დაიბადა და დაახლოებით 14 მილიონი გარდაიცვალა. 

 

ცნობისთვის, ამავე მონაცემებით, საქართველოში ამჟამად 3,989,167 ადამიანი ცხოვრობს.

 

ყოველწამიერად განახლებად ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე.

 

ამავე თემაზე იხილეთ სტატიები:

 

კორონავირუსის სამყაროსთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევაა - გაერო-ს გენერალური მდივანი
2020-04-01კორონავირუსის სამყაროსთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევაა - გაერო-ს გენერალური მდივანი

 

ამერიკული დაზვერვა რუსეთში, ირანსა და ჩინეთში კორონავირუსის მასშტაბებს ვერ ადგენს - Reuters
2020-03-31ამერიკული დაზვერვა რუსეთში, ირანსა და ჩინეთში კორონავირუსის მასშტაბებს ვერ ადგენს - Reuters

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X