11:52 | 2020-05-14 ავტორი: თეონა ყაჭიური

პანდემიის შემდეგ საქართველოში ბევრი ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილსა და ბიზნესს – ანდრიუს კუბილიუსი

პანდემიის შემდეგ საქართველოში ბევრი ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილსა და ბიზნესს – ანდრიუს კუბილიუსი

COVID-19-ის კრიზისის შედეგად, საქართველოში ისევე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში ბევრი ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილსა და ბიზნესს. ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ანსამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე, ანდრიუს კუბილიუსი საუბრობს.

 

მისი თქმით, ქვეყანაში საჯარო ინსტიტუტებმა ყველა სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ, რათა ამ კრიზისს გაუმკლავდნენ.

 

„მე ვხედავ უპრეცედენტო გამოწვევას COVID-19-ის კრიზისის მენეჯმენტის მიმართულებით. მას უდიდესი გავლენა ექნება საქართველოზე.

 

ბევრი ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილსა და ბიზნესს. საჯარო ინსტიტუტებმა უნდა გამოიყენონ ყველა სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობა, რათა მას გაუმკლავდნენ.

 

ევროკავშირის პასუხისმგებლობა იქნება გააგრძელოს საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების დახმარება, ჩვენ უნდა მოვძებნოთ უფრო გრძელვადიანი დახმარების საშუალება საქართველოს ეკონომიკის ამუშავებისა და რეფორმებისთვის.

 

ასევე უნდა დავსახოთ დეტალური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოსთვის.

 

ევროკავშირი ახლაც ბევრს აკეთებს და მომავალში კიდევ უფრო მეტს გააკეთებს საქართველოსა და მისი მოსახლეობის დახმარებისთვის,“- განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

 

ასევე, დაგაინტერესებთ: გეხებათ თუ არა მთავრობის ფინანსური დახმარება? – ანტიკრიზისული გეგმა

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X