
პანიკის დათესვა მოსახლეობაში, რაც კვირა საღამოს, 29 მარტს, იგეგმება, დაუშვებელია საგანგებო მდგომარეობის პირობებში, – ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„როგორც ჩანს, ცენზურის შემოღება ტელეარხებზე დროებით საჭირო გახდება… ქვეყანა არის რთულ მდგომარეობაში და, იმის მაგივრად, რომ ერი ერთად იყოს, ოპოზიცია აპირებს სრული დეზინფორმაციით არეულობის შეტანას ქვეყანაში…
ამას ემატება ექიმების ბულინგი, იმისათვის, რომ მათ ვერ გააგრძელონ ვირუსთან ბრძოლა და იმ მიღწეულის შენარჩუნება, რაც დღეს გვაქვს სხვა ქვეყნებთან შედარებით,“ – წერს მჭედლიშვილი.
ცნობისთვის, „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „სტატისტიკა შეგნებულად ყალბდება“ და საზოგადოებას „მთავარი აქცენტების“ ყურებისკენ მოუწოდა.
მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:
- 28 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 90-მდე გაიზარდა.
- 29 მარტს გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობამ 18 მიაღწია.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს






















