15:07 | 2020-10-09 ავტორი: სალომე ნეფარიძე

პანსიონატის 11 ხანდაზმული კოვიდისგან განიკურნა 

პანსიონატის 11 ხანდაზმული კოვიდისგან განიკურნა 

ბათუმის სათნოების სახლ „სავანეში“, სადაც ძირითადად მოხუცები ცხოვრობენ, 11 ხანდაზმული განკურნებული დაბრუნდა, მათ კორონავირუსი დაამარცხეს.

 

მათგან ყველაზე ასაკოვანი 80 წლის ქალი და 78 წლის კაცი არიან.

 

„სავანის“ ხელმძღვანელის, დეკანოზ იოანე ბარამიძის თქმით, თავშესაფრის 15-მდე მცხოვრებს ჯერ კიდევ მკურნალობენ კორონავირუსზე, სამი ინფიცირებული გუშინ გადაიყვანეს კლინიკაში კოვიდის დიაგნოზით.

 

ამასთან თავშესაფარში მცხოვრები 3 ადამიანი კორონავირუსისგან გარდაიცვალა. მათ მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ

 

წყარო: ბათუმელები

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X