13:41 | 2021-06-07 ავტორი: Prime Time

პანსიონში 3 დაურეგისტრირებელი ბავშვი იმყოფებოდა – შეიძლება მათი რიცხვი გაიზარდოს

პანსიონში 3 დაურეგისტრირებელი ბავშვი იმყოფებოდა – შეიძლება მათი რიცხვი გაიზარდოს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პანსიონის 6 აღსაზრდელს გაესაუბრა.

 

მისი თქმით, ამ ეტაპზე, არსებობს ინფორმაცია, რომ პანსიონში 3 არარეგისტრირებული მოზარდი იმყოფებოდა, რომელთა ასაკიც 5-6 წლამდე იყო.

 

ომბუდსმენი არ გამორიცხავს, რომ დაურეგისტრირებელი მოზარდების რაოდენობა შესაძლოა მეტი იყოს.

 

„ადასტურებენ, რომ ნამდვილად მათ მიმართ ჰქონდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ადგილი პანსიონში ცხოვრების დროს, თუმცა ისინი ამბობენ, რომ ეს ძალადობა ძირითადად ხდებოდა მცირეწლოვნობის ასაკში, ანუ ასახელებენ 4 წლიდან 10 წლამდე პერიოდს. რაც შეეხება ძალადობის ფორმებს, ისინი ასახელებენ ერთი და იგივე ფორმას, ცალ ფეხზე დგომით და ხელში ეჭირათ სკამები, კვების გამოტოვება და აყურებინებდნენ, როგორ იკვებებოდნენ სხვები, რამდენიმე ღამის განმავლობაში უძილობა, ასევე ასახელებენ, რომ ფიზიკურ შეხებასაც ჰქონდა ადგილი, როგორც ხელით, ასევე ჯოხით,” – აცხადებს ნინო ლომჯარია.

ავტორი: Prime Time

X