01:16 | 2020-03-22 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

პაოლო მალდინის კორონავირუსი დაუდგინდა

პაოლო მალდინის კორონავირუსი დაუდგინდა

საფეხბურთო კლუბ „მილანისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილ კაპიტანს, პაოლო მალდინის კორონავირუსი დაუდგინდა.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, პაოლო მალდინისთან ერთად ასევე დაინფიცირებულია მისი შვილიც, დანიელ მალდინი. მამა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია და ისინი კარანტინში იმყოფებიან.

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 793 ადამიანი გარდაიცვალა, 4821 დაინფიცირდა, ხოლო 943 განიკურნა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X