
BBC-ის ცნობით, ვატიკანის კათოლიკური ეკლესიის ცენტრალური მთავრობა – წმინდა საყდარი, ბრაზილიელი მოდელის ფოტოს „დალაიქების“ საქმეს, უკვე იძიებს.
მთავრობისთვის უცნობია, ვინ და როდის მოიწონა სკოლის უნიფორმიანი ნატალია გარიბოტოს სექსუალური ფოტო „ინსტაგრამზე“.
მსოფლიო მედიასაშუალებებმა ფაქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, გასულ პარასკევს დაიწყეს, იქამდე, სანამ ფოტო პაპის მიერ მოწონებული სურათების ალბომიდან წაიშლებოდა.
ვატიკანის პრეს-ოფისში განაცხადეს, რომ პაპ ფრანცისკეს ანგარიშს თანამშრომლები მართავდნენ.
ამ დროისთვის, ფრანცისკეს „ინსტაგრამს“, მსოფლიო მასშტაბით 7.4 მილიონი გამომწერი ჰყავს.
ამ ამბავთან დაკავშირებით, ბრაზილიელმა მოდელმა თვითერზე დაწერა, რომ სულ თუ არაფერი, ამის შემდეგ, იგი სამოთხეში, მაინც მოხვდება.
ავტორი: ამუკა ქორიძე






















